Tuesday, June 10, 2014

პროექტის სახელწოდება: „ბარათაშვილი და ბაირონი - პოეზიის მონათესავე სულები“
მთავარი იდეა: ორი მეამბოხე სულის პოეტების ცხოვრება-მოღვაწეობის შესწავლა და ლიტერატურიით, როგორც ხელოვნების დარგით ტკბობა.
აქტუალობა: ნ. ბარათაშვილი თავისი ცხოვრება-მოღვაწეობით ჰგავს და ახლოსაა ინგლისელ პოეტ რომანტიკოსთან ჯორჯ ბაირონთან,მათი შემოქმედების გასაცნობად გასააზრებლად და შესადარებლად მოსწავლეებს შევაპირისპირებინებ ერთმანეთთან.
მიზნები: ბარათაშვილისა და ბაირონის ცხოვრება-მოღვაწეობის შესწავლა და პოეზიით ტკბობის განცდა.
მონაწილეები: მე-11 კლასის 24 მოსწავლე;
ხანგრძლივობა: მე-2 სემესტრი;
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციების მოძიებას სხვადასხვა წყაროდან,მოძიებული ინფორმაციის დალკაგება-დახარისხებას,ბიოგრაფიული ნარკვევების შექმნას,ორი შემოქმედის  შედარება-შეპირირისპირებით ისწავლიან დასკვნებისა და რეზიუმეების გაკეთებას, უკეთ შეისწავლიან ინგლისელების  ადათ წესებს,მაღალი საზოგადოების ეტიკეტს,ისწავლიან ორივე შემოქმედის ლექსებს, რომლებსაც თავად შეარჩევენ, ჟგუფში მუშაობით განივითარებენ სოციალურ უნარ-ჩვევებს, დახვეწავენ ინტონაციასა და მართლმეტყველებას,ისწავლიან სიტყვების მართლწერას და გაიუმჯობესებენ ინგლისური ენის ლექსიკურ მარაგს, დახვეწავენ მხატვრული  კითხვის ოსტატობას ქართულსა და ინგლისურ ენებში,ისწავლიან ლექსის ანალიზსა და ტროპის სახეებს ინდლისურად;
რესურსები:ინტერნეტი,ჩიპი, ფურცლები, ფლომასტერები,ბარათაშვილისა და ბაირონის პოეზიის ანთოლოგიები....
მსვლელობა:მოსწავლეებს წავუკითხავ ბაირონის „    ---------------------„მხატვრულად დავაინტერესებ მისი ბიოგრაფიით და ვეტყვი, რომ იგი ქართველი რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის სულიერი პროტოტიპია,დავავალებ გაიხსენონ ბარათაშვილის ლექსები სულით ობლობაზე:“სულო ბოროტო“, „სული ობოლი“ და ა.შ. მოსწავლეებს დაევალებათ მოიძიონ ბაირონის და ბარათაშვილის ბიოგრაფიები. შემდეგ მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნება პრეზენტაციის ფაილები და ელექტრონული ბუკლეტები.მოხდება აზრების შეჯერება და დასკვნების გამოტანა. შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება დამუშავებული ინფორმაცია. მოსწავლეები შეაჯერებენ პროექტს და ერთ მთლიანობაში მოიყვანენ. პროექტის დასასრულს მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების ბარათებს და პროექტის ანგარიშს გააცნობენ სკოლის საგადოებას.
ეროვნვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ინგლისური ენა და ლიტერატურა, ისტ
პროექტის ხელ/ელი: ლ. ბაჯელიძე
ელ/ფოსტა:liabajelidze@gmail.com

პროექტის ბლოგი http://meore-liabajelidze.blogspot.com/